weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

 „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი 9%-ით გაიზარდა, „იმედს“ 6%-იანი კლება აქვს

14:23 ოთხშაბათი, 07 ნოემბერი 2018

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 12.7%-ით (1 857 745 ლარი) გაიზარდა.

რაც შეეხება ორ ყველაზე დიდ მაუწყებელს – „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, რომლებსაც ბაზრის 65% უკავიათ, 2018 წლის მესამე კვარტალში მათი სარეკლამო შემოსავლების ტენდენცია შეცვლილია: „რუსთავი 2“-ის სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9%-ითაა გაზრდილი, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ 6%-იანი კლება აქვს.

კომისიის მიერ გამოქვეყნებული მაუწყებლების შემოსავლების ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტალში „რუსთავი 2“-მა რეკლამიდან 4 866 997 ლარი მიიღო, სპონსორობიდან – 490 955 ლარი, პროდუქტის განთავსებიდან – 491 904 ლარი, შემოწირულობებიდან კი 260 010 ლარი.

2018 წლის მესამე კვარტალში ტელეკომპანია „იმედმა“ რეკლამიდან 4 187 764 ლარის შემოსავალი მიიღო, სპონსორობიდან – 208 102, პროდუქტის განთავსებიდან – 500 257 ლარი; 525 000 ლარი სხვა სამაუწყებლო შემოსავლებია.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, მესამე კვარტალში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტიდან 11 161 500 ლარი დაფინანსება მიიღო, რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 396 301 ლარი შეადგინა, სპონსორობიდან მიღებულმა კი – 531 309 ლარი; 148 050 ლარი სხვა არასამაუწყებლო შემოსავალია.

დეტალურ ინფორმაციას სატელევიზიო შემოსავლების 2018 წლის III კვარტლის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]